მედია ცენტრი

გაამწვანე შენი ავტომობილი" - გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე

5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ორგანიზაციამ “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციასთან ერთად კამპანიის “სუფთა ჰაერისთვის” ფარგლებში ღონისძიება გამართა. 

რესპუბლიკის მოედანზე მცენარეებით შემოსილი ავტომობილის მწვანე კონსტრუქცია დაიდგა გზავნილით - “გაამწვანე შენი ავტომობილი”. 

ღონისძიების მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მნიშვნელობაზე. 

ორგანიზატორებმა მოუწოდეს მძღოლებს ავტომობილის ტექ-ინსპექტირებით თავიანთი წვლილი შეიტანონ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაში. 

ღონისძიებაზე ასევე განთავსდა მწვანე სტარტაპების მოდელები და ახალგაზრდების ფოტო-ნამუშევრები სუფთა ჰაერის თემაზე, რომელიც მკაფიოდ გამოხატავს არსებულ ვითარებას და ხაზს უსვამს ტექ-ინსპექტირების მნიშვნელობას. 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა. მოწვეულ სტუმრებში იყვნენ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, ევროკომისიის ელჩი საქართველოში იანუშ ჰერმანი.