მედია ცენტრი

SOS მოწამლული ჰაერი

30 სექტემბერს დედაენის ბაღში აქცია, SOS მოწამლული ჰაერიგაიმართა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ დაუყოვნებლივ აღსრულდეს გამკაცრებული ტექ-დათვალიერების ნორმები.

ასევე დაუყოვნებლივ მოწესრიგდეს საჯარო ტრანსპორტი. უფრო კონკრეტულად, ჩანაცვლდეს ყვითელი ავტობუსები და ე.წ. სამარშრუტო ტაქსები გამართული ტრანსპორტით.

აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე ექსპერტიზის მეშვეობით შემოწმდეს და დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს საწვავში არსებული მავნე ნივთიერებების ნუსხა და დასაშვებ ზღვრულ ნორმაზე მეტის არსებობის შემთხვევაში საწვავი ჩანაცვლდეს.

იგივე აქცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან 22 სექტემბერსაც გაიმართა. ორგანიზატორებმა უკვე შეადგინეს სუფთა გარემოს სამოქალაქო დეკლარაცია, რომელსაც მთავრობას წარუდგენენ.