მედია ცენტრი

ავტოსაგზაო შემთხვევების მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე 2018

 

 

18 ნოემბერს, თბილისში ხუდადოვის ქუჩაზე, ერთ-ერთ შავ მონაკვეთზე, სადაც ხშირად იმართება ე.წ. არალეგალური რბოლები „საქართველოს ალიანსმა უსაფრთხო გზებისთვის" პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ავტოსაგზაო შემთხვევების მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუჩის აქცია გამართა.

დღის მთავარი გზავნილი იყო "გზებს აქვთ ისტორიები" - ისინი ყვებიან ამბებს, რომელთა ნაწილი ტრაგიკულად სრულდება. გზებზე უსაფრთხოების ამაღლება შეამცირებს ტრაგიკულ ისტორიებს.

ღონისძიების მიზანი იყო კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა საზოგადოებისა და ხელისუფლებისთვის, რომ ავტოსაგზაო შემთხვევები თავიდან აცილებადია და მათ შესამცირებლად მოქმედებაა საჭირო - უსაფრთხო ინფრასტრუქტურა, უსაფრთხო ტრანსპორტი, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ცნობიერების ამაღალლება.

აღნიშნული გზის მონაკვეთი საგზაო მოძრაობის მონაწილეთათვის წარმოადგენს მაღალი რისკის ზონას, სადაც ხდება მაღალი სიჩქარის განვითარება, შესაბამისად საჭიროა პრევენციული ზომების გატარება უსაფრთხო ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს ხუდადოვის ქუჩის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობამ და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა. მოეწყო მრბოლელებსა და მოსახლეობას შორის საუბარი გზებზე უსაფრთხო გადაადგილების და რისკების შესახებ.

ავტოავარიების ადგილას გარდაცვლილთა პატივსაცემად მათ სახელზე დაირგო ხეები.

ავტოავარიებში დაღუპულთა ხსოვნის დღე მსოფლიო მასშტაბით 2005 წლიდან აღინიშნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და გაეროს (UN) მიერ.