მედია ცენტრი

საგზაო უსაფრთხოების სემინარები ბათუმის სკოლებში

გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის პროექტი „მწვანე ქალაქები" ბათუმში მდგრადი ურბანული გადაადგილების შესახებ ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას აგრძელებს. მესამე ღონისძიება, 15 ნოემბერს, ბათუმის პირველ და მეორე საჯარო სკოლებში განხორციელდა და მისი მიზანი იყო 5-6 კლასელთათვის საგზაო უსაფრთხოების პრინციპების და შესაბამისი ქცევის შესახებ მარტივად გასაგებ ენაზე ინფორმაციის მიწოდება იყო.

ღონისძიება განხორციელდა შემდეგ ორგანიზაციებთან პარტნიორობით: ბათუმის მერია, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის, შავი ზღვის ეკო აკადემია.