მედია ცენტრი

ეკა ლალიაშვილის განცხადებით, ტექდათვალიერების ცენტრის კვლევის შედეგებით მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოიკვეთა

ლალიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ავტომობილების ტექდათვალირების პროცესი ქვეყანაში ტარდება, თუმცა ამ პროცესში უმჯობესი იქნება, თუ გამონაბოლქვის კონტროლი ცაკლე განხორციელდება.

„ვფიქრობთ, რომ გამონაბოლქვის კონტროლი ცალკე უნდა იყოს. შავ გამონაბოლქვს დღეს მხოლოდ სატვირთო და სამგზავრო ტრანსპორტზე ვხედავთ, რომელიც ამ დროისთვის ექვემდებარებიან შემოწმებას, შემდეგ წელს, ყველა კატეგორიის ავტომობილი იქნება ამ რეფორმის ქვეშ. მოქალაქეები, რომლებიც შავ გამონაბოლქვს კვლავ დაინახავენ ავტომობილზე, პრაქტიკულად გამოდის, რომ ამ რეფორმის დისკრედიტაცია მოხდება, რაც ძალიან არ გვინდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს ვუჭერთ ამ რეფორმას", - განაცხადა ლალიაშვილმა.

მისი თქმით, ტექდათვალიერების ცენტრის კვლევის შედეგებით მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოიკვეთა, მათ შორის ტექნიკური ინსპექტირების პერსონალის კვალიფიკაციის კუთხით.

„ჩავატარეთ კვლევა, რომელმაც რამდენიმე ასპექტი გამოავლინა. პირველი, მნიშვნელოვანია ამ პროცესის კოორდინაცია. ის მთავარი უწყება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამ პროცესების მონიტორინგზე და განხორციელებაზე, გვინდა ამ უწყების გამოკვეთა. ველოდებით ამას. გარდა ამისა, კვლევამ გამოკვეთა ის ფაქტები, რომ გარკვეული ხარვეზები და გამოწვევებია თავად ტექნიკური ინსპექტირების თვალსაზრისით პერსონალის კუთხით. აქ გამოიკვეთა კვალიფიკაციის საკითხი და მეტად მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებითაც ყურადღება გამახვილდეს. გარდა ამისა, ტექინსპექტირების კონტროლი ვიცით, რომ დღეს ინფრასტრუქტურულად მეტნაკლებად არის მოწესრიგებული და აკმაყოფილებს მოთხოვნილ სტანდარტებს, თუმცა არის კატეგორია ისეთი საკითხების, რომელზეც თავად პერსონალი აგებს პასუხს. ამიტომ, მათი კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება მეტად მნიშვნელოვანია ამ პროცესის ეფექტიანად განხორციელებისთვის. გარდა ამისა, კონტროლის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არის, ეს გახლავთ ქუჩაში ავტომობილების კონტროლი, რაზეც ვერ ვიტყვით, რომ დღეს ეფექტიანად ხორციელდება", - განაცხადა ლალიაშვილმა.

წყარო: www.interpressnews.ge