მედია ცენტრი

12 აპრილი - კამპანია “სუფთა ჰაერისთვის” გახსნის ცერემონია

12 აპრილს, ტექნოპარკში კამპანია “სუფთა ჰაერისთვის” გაიხსნა, რომლის ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლები გაერთიანდნენ, რათა თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

კამპანიის “სუფთა ჰაერისთვის” ფარგლებში ოცამდე კერძო კომპანიის მიერ მოხდება როგორც ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად საჭირო საკანონმდებლო ინიციატივების ადვოკატირება, ასევე ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის წარმოება.

სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე კერძო კომპანიების მიერ კამპანიაში ჩართულობა გამოიხატება “მწვანე” პროდუქტების შექმნით, საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებით, ეკო-ინიციატივების დანერგვით, ეკო-ავტომობილების გამოყენებით, მწვანე სივრცეების მოწყობით, თანამშრომლებში ნებაყოფლობითი ტექ-ინსპექტირების წახალისებით და სხვა.

კამპანია ხორციელდება  ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” მიერ და საბანკო, სადაზღვევო, საავტომობილო კომპანიების, ნავთობკომპანიების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სასტუმრო ინდუსტრიების აქტიური მონაწილეობით.

 ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო გაეროს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ნილს სკოტი, კერძო კომპანიების ხელმძღვანელმა პირებმა, თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძე. მისასალმებელი გამოსვლების შემდეგ კამპანიის მონაწილეების მიერ ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს.